აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში გუშინ ერთი ახალი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს. პაციენტი 79 წლის ქალია და ის თეთრიწყაროში ე.წ. ექიმების კლასტერის კონტაქტია.
მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან მხოლოდ ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში.